კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ჰუმან რაითს ვოთჩი" ხელისუფლებას 7 ნოემბერს გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

20 დეკემბერი, 2007
ადამიანის უფლბათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის "ჰუმან რაითს ვოთჩის" შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ 7 ნოემბერს თბილისში დემონსტრანტების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.

7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები ორგანიზაციამ  შეაჯამა 102-გვარდიან ანგარიშში, რომლის სახელწოდებაა "ზვარს გადასვლა: საქართველოში დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა და ტელევიზია "იმედის" დარბევა."

ანგარიშის პრეზენტაცია დღეს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. როგორც "ჰუმან რაითს ვოთჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების წარმომადგენელმა ჯეინ ბიუქანანმა განაცხადა, 7 ნოემბერს ადამიანის უფლებების შელახვის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ესენია: მოშიმშილეების დარბევა პარლამანეტის შენობის წინ, დემონსტრაციის დაშლა შოთა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, "იმედზე" თავდასხმა და მის შენობასთან შეკრებილი ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების დარბევა.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ ხუთივე შემთხვევაში გადამეტებული ძალა გამოიყენა და საპროტესტო აქციის მოსალოდნელ დაშლაზე მომიტინგეები მხოლოდ ერთხელ, შოთა რუსთაველის გამზირზე გააფრთხილა.

ჯეინ ბიუქანანის თქმით, პოლიცია კუდში მისდევდა დემონსტრანტებს და დაუზოგავად სცემდა მათ. "ეს ქმედება ჰგავდა ადამიანების დასჯას და არა მიტინგის დაშლას, რითიც სამართალდამცველებმა კანონმდებლობა დაარღვიეს. თუმცა, როგორც კვლევამ გვიჩვენა, ხელისუფლება ამგვარი ქმედებისადმი შემწყნარებელია", - აღნიშნა ჯეინ ბიუქანანმა.

როგორც "ჰუმან რაითს ვოჩის" მკვლევარმა კავკასიაში, გიორგი გოგიამ განაცხადა, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მომხდარზე დამოუკიდებელი, საჯარო, გამჭვირვალე და შედეგიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლებამ მთელი რიგი ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ორგანიზაციის რეკომენდაციაა ასევე იმ ძალების ზუსტი სიიის გამოქვეყნება, რომლებიც დემონსტრანტების დარბევაში მონაწილეობდნენ." - აღნიშნა გიორგი გოგიამ.

"ჰუმან რაითს ვოთჩის" რჩევითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სამსახურიდან სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომელი, რომლის საქმესაც 7 ნოემბერს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე იძიებენ, ყველა დამნაშავე კი სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

წყარო: მედიანიუსი.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:   

http://hrw.org/reports/2007/georgia1207/



ახალი ამბები