კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გაჩეჩილაძის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

20 დეკემბერი, 2007
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაერთიანებული ოპოზიციის ჩოხატაურის შტაბი დაარბიეს.
როგორც "მედიანიუსს" შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ახობაძემ განუცხადა, თავდამსხმელებმა გაიტაცეს კომპიუტერი, დოკუმენტაცია და პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის სააგიტაციო გაზეთის 3 ათასი ეგზემპლარი.

"ოფისის დარბევის შესახებ გამთენიისას, 05 საათზე მაცნობეს, რის შემდეგაც დავურეკე საპატრულო პოლიციას. თუმცა, ისინი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ 10.25 საათზე გამოცხადნენ. განადგურებულია თითქმის ყველაფერი. სამართალდამცავებმა დაიწყეს გამოძიება, თუმცა რამდენად ობიექტურად წარიმართება ეს პროცესი, უცნობია", - განაცხადა ირაკლი ახობაძემ.

წყარო: მედიანიუსი.


ახალი ამბები