კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სალომე ზურაბიშვილის პროკურატურის ფარული ვიდეოჩანაწერის არ სჯერა

24 დეკემბერი, 2007

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, პარტია “საქართველოს გზის” ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არ სჯერა იმ ფარული ჩანაწერების, რომელიც დღეს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. "ეს არის ხელისუფლების მცდელობა არჩევნების დღეს არეულობის ინსპირირება მოახდინოს და ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს. იმისთვის, რომ მე დავიჯერო ეს უნდა მქონდეს ბევრად მეტი მონაცემები", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

“საქართველოს გზის” ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებას შემუშავებული აქვს სქემა, რომელსაც დიდი ხანია ახორციელებს.  ხელისუფლების წარმომადგენლები განგებ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 6 იანვარს ოპოზიცია აწყობს გადატრიალებას. “მათ  7 ნოემბერს ასეთი სქემა არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ვერ დადეს მასალა, აქედან გამომდინარე ახლა უფრო მომზადებულად მოქმედებენ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: დღეს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ წარმოადგინა ფარული ვიდეო ჩანაწერი იმის დასადასტურებლად, რომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა. 

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები