კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტანტინე კუბლაშვილი - სასამართლოს შესახებ მედიაში მეტწილად ცალმხრივი და არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება

25 დეკემბერი, 2007

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის აზრით,  საზოგადოება სასამართლოსადმი კრიტიკულადაა განწყობილი იმიტომ, რომ მედიაში მეტწილად ცალმხრივი და არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება.   

„სასამართლო რეპორტაჟების მომზადების დროს პრესით და ტელევიზიებით მხოლოდ განაწყენებული მხარის სუბიექტური პოზიციის ტირაჟირება არ უნდა ხდებოდეს. ჟურნალისტი თავად უნდა შეეცადოს გაერკვეს საქმის არსში და საზოგადოებას დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ხშირ შემთხვევაში, ობიექტური სიუჟეტის მომზადება არ მოითხოვს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულის დიპლომს, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია ჟურნალისტს სამართლის საბაზისო ცოდნა მაინც ჰქონდეს“, განაცხადა კუბლაშვილმა ყოველდღიურ გაზეთ  „24 საათთან“ ინტერვიუში მისი თქმით, როცა განაწყენებული მხარის ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მედია ამ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე აწვდის საზოგადოებას, მაშინ როცა, რეალურად დაკმაყოფილებულია წარდგენილი შუამდგომლებების ნახევარი,  აქ უკვე სულ მცირე, სუბიექტური ინფორმაციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე.

კუბლაშვილის ინფორმაციით,  2007 წელს, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს დაახლოებით 35 000-მდე გადაწყვეტილება, მაგრამ საზოგადოებას სასამართლოში მიმდინარე მხოლოდ ერთეულ პროცესებზე აქვს ინფორმაცია, ამიტომაც, მხოლოდ  ერთეულ საქმეებზე მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც ძალიან ხშირად არაზუსტია, სასამართლოზე წარმოდგენის შექმნა რეალური სიტუაციის არაადეკვატურია.

კიდევ ერთი სტატისტიკა: მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, დაახლოებით 180-მდე პირის მიმართ საქმეები დამთავრდა მათი გამართლებით, იქნება ეს სრული გამართლება, თუ პირის მიმართ საქმის შეწყეტა. მაგრამ სამწუხაროდ, ამგვარი ინფორმაციით, არავინ ინტერესდება. გასაგებია, რომ მედიის საქმიანობის მეტი წილი კრიტიკაზე მოდის, მაგრამ საზოგადოებას, სრულად ინფორმირებისთვის, რეალური სიტუაციის ამსახველი ინფორმაციაც უნდა მივაწოდოთ. ამ მიმართულებით, სასამართლო თავად უნდა გააქტიურდეს.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები