კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

25 დეკემბერი, 2007

გორის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ლია ბზიშვილს ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერმა სავარაუდოდ, 65 წლის მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის საარჩევნო შტაბის წევრმა ლია ბოტკოველმა განმარტა, ლია ბზიშვილს იმის გამო მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რომ ის იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი.

ამ დროისათვის მამაკაცის გვარი უკვე გარკვეულია და მას სამართალდამცველები ეძებენ. მიმდინარეობს გამოძიება.
 
 

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები