კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედმა“ მაუწყებლობა შეაჩერა

27 დეკემბერი, 2007

ტელეკომპანია „იმედმა“  26 დეკემბერს,  საღამოს,  მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, არხის დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.

ეთერის გათიშვამდე, ტელეკომპანიის საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამების დირექტორმა გიორგი თარგამაძემ პირდაპირ ეთერში წაიკითხა  ტელეკომპანიის თანამშრომელთა განცხადება.

„ბოლო პერიოდში „იმედი“ გახდა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი  პოლიტიკური სიბინძურის მთავარი სამიზნე. გვინდა დავადასრტუროთ, რომ ჩვენი ჟურნალისტები და მათი ოჯახის წევრები გახდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ობიექტები, ბოლო ორი დღე კი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხების მეშვეობით იქმნება სრული ისტერია და ფსიქოზი, რაც იწვევს თანამშრომელთა ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას და მუშაობას. ამ ისტერიის გამო არ არსებობს ჩვენი ჟურნალისტების უსაფრთხო მუშაობის გარანტიებიც კი. ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ ტელეიმედის გადარჩენის რამდენიმე ვარიანტზე, რომელთაგანაც უმთავრესი არის, თუნდაც „იმედის“ ფაქტობრივი მფლობელის მიერ  წილის ასივე პროცენტის სხვა მეპატრონისთვის გადაცემა“, წერია „იმედის“ ჟურნალისტების განცხადებაში.

ჟურნალისტების აზრით, არხის ახალი მეპატრონე  შეიძლება იყოს,  თავად ტელევიზიის თანამშრომელთა შემოქმედებითი ჯგუფი, ან „საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები“, რომელთა მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის ეპარება.

„ცხადია განიხილება ჩვენი ტრადიციული პარტნიორი „ნიუს კორპი“.  არხის მესაკუთრესთან, ბადრი პატარკაციშვილთან და ნიუსკორპთან კონსულტაციების შედეგად ახალი საკუთრებითი რეალობის ასახვა არც თუ ისე შორეული  პერსპექტივაა. თუმცა მანამ სანამ არ გაირკვევა ტელეკომპანიის სამართლებრივი სტატუსი მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ დროებით ვაჩერებთ არხის მაუწყებლობას“, ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში, რომლის გახმოვანების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“  გენერელურმა  დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა დააზუსტა, რომ „მაუწყებლობაში შექმნილ  დროებით პაუზას დაზიანებული აპარატურის აღდგენისთვის   გამოიყენებენ“.

„ჩვენ შევთანხმდით „იმედის“ აქციების მფლობელ და განმკარგველ ტრანსნაციონალურ კორპორაცია „ნიუს კორპთან“,  რომ უახლოეს პერიოდში გვექნება ტენიკური ბაზის განახლების საშუალება, თქვა ბარათაშვილმა და იქვე გაიხსენა 7 ნოენბრის მოვლენები, როდესაც სპეცრაზმი „იმედის“ შენობაში შეიჭრა, მისი მაუწყებლობა გათიშა და არხის აპარატურა დააზიანა.

დღესვე, დილით,  „ტელეიმედის“ დატოვების შესახებ განცხადება ექვსმა ჟურნალისტმა გააკეთა, ერთი დღით ადრე კი, გენპროკურატურამ გაავრცელა პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილსა და შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი კოდუას შორის, ლონდონში, პატარკაციშვილის ვილაზე,  გამართული  საუბრის   უდიოჩანაწერი. აუდიოჩანაწერის მიხედვით, პატარკაციშვილი კოდუას სთავაზობს 100 მილიონ აშშ დოლარს, ამის სანაცვლოდ,  კოდუამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პატარკაციშვილის მიერ  ხელისუფლების  წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში.

იმედიდან წასული ჟურნალისტების განცხადებით, „სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია „იმედში“ დარჩენა“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „იმედს“ ჟურნალისტები ჯგუფურად ტოვებენ. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, „იმედიდან“ ათამდე   ჟურნალისტი წავიდა, მათ შორის, ტოქ-შოუების წამყვანები - ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები