კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ფრიდომ ჰაუსი": საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები 2007 წელს არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა

3 იანვარი, 2008
ამერიკული ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის მიხედვით, 2007 წელს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა.

"ფრიდომ ჰაუსის" მონაცემებით, 2007 წელს საქართველომ მესამე კატეგორიიდან მეოთხეში გადაინაცვლა და კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოდ.

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ  სფეროში დომინირებს და მას არ სურს, პროცესებში პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ალტერნატიული შეხედულებები კი გაუცხოებულია", - აღნიშნულია ამერიკული ორგანიზაციის ანგარიშში.

"ფრიდომ ჰაუსის" მონაცემებით საქართველოს რეგრესი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ გამოიწვია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა შეძლოს ჯანსაღი პოლიტიკური ალტერნატივების წარდგენა.

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები