კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"კახეთში ოპოზიციის წარმომადგენლები მოისყიდეს"

4 იანვარი, 2008
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ხელისუფლების და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, კახეთის რეგიონში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობა მოისყიდეს. საუბარია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ წევრებზე. ასევე გადაიბირეს, პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლები.

"ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც არის ცნობილი. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის რამაზ ქერეჭაშვილის და საქართველოს პარლამენტის წევრის იოსებ კარდენახიშვილის  დავალებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, როგორ გადაიბირეს ველისციხის, გურჯაანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის და კიდევ სხვა სოფლების საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.

ეს ინფორმაცია არ უარყვეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბებში. მათი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლების შეცვლის მოთხოვნით, მათ საოლქო - საარჩევნო კომისიებს უკვე მიმართეს. რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მათი გამოწვევა აღარ შეიძლება.

ცენტრის ინფორმაციით, გადაბირების დროს, ადგილი ჰქონდა მუქარებს. როგორც კომისიის წევრებმა უფლებადაცვით ორგანიზაციას განუცხადეს, ისინი დააშინეს ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით, დაკავებით და თავისუფლების აღკვეთით. დათანხმების შემდეგ კი დასაქმებას და "სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ფულადი დახმარების მიღებას დაპირდნენ.
 
წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები