კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეც-რაზმმა რესპუბლიკური პარტიის აქტივისტები დაარბია

4 იანვარი, 2008

დღეს დილით, დაახლოებით 5 საათისთვის, რესპუბლიკური პარტიის აქტივისტები და უმაღლესი საბჭოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, დავით ბაციკაძე სპეცრაზმა დაარბია. 12 აქტივისტი რუსთაველის ქუჩის #10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის კედელზე პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ.

„სხვა პარტიის წარმომადგენლებისთვის შეიძლება პლაკატების გაკვრა, ჩვენთვის კი - არა. სამი ავტომანქანა და ერთი „მარშრუტკა“ გაჩერდა,  დაახლოებით 30 სპეცრაზმელი გადმოვიდა და ხელკეტებით გაგვისწორდნენ. მე ვუთხარი, უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ მეთქი და საპასუხოდ, ხელკეტი მომხვდა ფეხებში“.

მომხდარზე რეაგირება არც პატრულს და არც ადგილზე მყოფ  სამთავრობო სტრუქტურების (უმაღლესი და უზენაესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო) დაცვის თანამშრომლებს მოუხდენიათ.
 
აქტივისტი თენგიზ აგვილავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კუნთების დაჟეჟილობა ჰქონდა და შინ გაუშვეს, ერთ-ერთ აქტივისტს ტვინის შერყევა აქვს.
ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელმა აქტივისტები - დაზარალებულის სტატუსით უკვე დაკითხა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები