კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ახლები" ტელეკომპანიებს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

4 იანვარი, 2008
თბილისი. 30.12.07. მედიანიუსი. პარტია "ახალი მემარჯვენეები" ტელეკომპანია "მზეს", "რუსთავი-2"-ს, "ალანიას" და საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო და სარეკლამო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.

პარტიის წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "პრაიმთაიმის" ჩანაწერი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი  იყო მიწვეული, მეორე დღეს თითქმის ყველა ტელეკომპანიამ გაიმეორა, რაც კანონის დარღვევაა. მისივე თქმით, თუ ეს იყო ფასიანი რეკლამა, ამ შემთხვევაშიც ეს ქმედება არასამართლიანია, რადგან არ შეიძლება ერთ კანდიდატს საეთერო დრო დაახლოებით 64 წუთის მანძილზე დაეთმოს. "მივმართავ ამ ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს, 17 დეკემბრის "პრაიმთაიმსის" მეორე ნაწილი, სადაც მიწვეული იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე, ზუსტად იმ ფორმატში იყოს გაშვებული ტელე-არხებით, როგორც ეს მოხდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში. ჩვენ ამას მოვითხოვთ კანონის საფუძველზე", - განაცხადა კაციტაძემ.
 


ახალი ამბები