გუშინ, 30 დეკემბერს გვიან ღამით თბილისში დააკავეს პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერი ახალგაზრდული შტაბის 14 წევრი, რომელთაგან 9 გუშინვე გამოუშვეს, ხოლო 5 მათგანის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ წარუდგინეს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე(ბოროტი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.
ახალგაზრდები თბილისის ქუჩებში ასფალტზე წერდნენ: „გვახსოვს 7 ნოემბერი“, “მიშა - დიქტატორია“.