კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონში ლეიბორისტების შტაბ-ბინას ხელყუმბარა ესროლეს

4 იანვარი, 2008

ზესტაფონში საქართველოს ლეიბორისტული პარტიის იმერეთის შტაბ-ბინასთან აფეთქება მოხდა. როგორც "მედიანიუსს" ზესტაფონის საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან და ამავე შტაბ-ბინის ხელმძღვანელმა გიორგი გოგლიჩიძემ განუცხადა, შემთხვევა 3 იანვარს, ღამით, 23:00  საათის შემდეგ, დავით აღმაშენებლის ქუჩა #51-ში მოხდა, სადაც მდებარე ორსართულიან  შენობაში ლეიბორისტების იმერეთის შტაბ-ბინაა განთავსებული.

როგორც გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, ექსპერტების დასკვნით, შენობას, სავარაუდოდ, ახალი მოდელის ხელყუმბარა შენობასთან ჩავლილი მანქანიდან ესროლეს. აფეთქებამ შენობის კედლები დააზიანა და ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები