კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოკოითის რეჟიმი თბილისს საინფორმაციო ბლოკადაში მოქცევის მცდელობაში ადანაშაულებს

4 იანვარი, 2008
ცხინვალი. 30.12.07. მედიანიუსი. ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ქართული მხარე ცხინვალის რეგიონის საინფორმაციო ბლოკადაში მოქცევას ცდილობს.

კერძოდ, სეპარატისტთა მტკიცებით, ქართულმა მხარემ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არ შეუშვა სომეხი ჟურნალისტები. ტელეკომპანია "ინტერნიუს არმენიას" წარმომადგენლები კოსოვოს პრობლემასთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონაში სიუჟეტის მომზადებას გეგმავდნენ.

ასევე, სეპარატისთა მტკიცებით, ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში არ შეუშვა ნორვეგიელი ჟურნალისტი რაგნარ სკრი, რომელიც კონფლიქტის ზონაში სიუჟეტის მოსამზადებლად ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მიიწვია.

 


ახალი ამბები