კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ახლები” ბათუმში სააკაშვილის მხარდამჭერთა კანონდარღვევებზე ალაპარაკდნენ

5 იანვარი, 2008
“ახალი მემარჯვენეების” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თენგიზ კახიძის ინფორმაციით, დღეს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #61-ე საარჩევნო უბანზე გამოჩნდა სააკაშვილის სურათებით აჭრელებული, მხარდამჭერთა ტრანსპორტი, შეძახილებით “ჩვენ გავიმარჯვებთ”.

როგორც “მედიანიუსს” კახიძემ განუცხადა, მანქანაში 15 კაცი იმყოფებოდა. ისინი საარჩევნო უბანთან ნახევარი საათი იყვნენ გაჩერებული და ხმის მიცემის შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ.

თენგიზ კახიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი კანონდარღვევაა და არცერთი პრეზიდენტობის კანდიდატის სურათებიანი ტრანსპორტი არ უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის რომელიმე ნაწილს.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები