კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"წყდება, დადგება თუ არა საქართველო ფეხზე"

5 იანვარი, 2008
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ხმა თბილისში მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე მისცა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე მეუღლესთან - სანდრა ელისაბედ რულოვსთან და ვაჟებთან - ედუართან და ნიკოლოზთან ერთად მივიდა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ბედი თითოეული მოქალაქის ხელშია. თუ ყველანი ვიაქტიურებთ, ქვეყნის მომავალს აღარაფერი დაემუქრება.

"მომავალი თაობები მადლობას გვეტყვიან იმისათვის, რომ დღეს, უამინდობის მიუხედავად, არ დავრჩით სახლში. დღეს წყდება, დადგება თუ არა საქართველო ფეხზე. დღეს, ყოყმანის დრო აღარ არის. როგორც არასდროს, ერთად დგომა და აქტიურობა გვჭირდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ენგურის მიღმა დარჩენილი ქართველები ენგურს აქეთ მყოფთ იმედის თვალით უყურებენ. ამიტომაც, ენგურს აქეთ მყოფმა ქართველებმა განსაკუთრებით უნდა ვიაქტიუროთ, რაც ენგურს მიღმა დარჩენილთათვის "ჩვენი გაწვდილი ხელი იქნება".

წყარო:მედიანიუსი


ახალი ამბები