კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დარღვევები აღმოაჩინეს

5 იანვარი, 2008
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა დღეს არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე ამ დროისათვის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საარჩევნო პროცესი უმთავრესად ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა მაინც გამოვლინდა. კერძოდ, თბილისში სამგორის ოლქის 87-ე უბანზე არ გასცემდნენ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პლებისციტის ბიულეტენებს. ამ კანონდარღვევის გამო საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. გარდა ამისა, ზოგიერთი ამომრჩეველი, რომლებსაც პირადობის მოწმობაში რეგისტრაციის ადგილი არ ჰქონდათ მითითებული, დამატებით სიაში მაინც შეიყვანეს.

კოკი იონათამიშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრები საკმაოდ ადეკვატურად ეკიდებიან დამკვირვებლებთა შენიშვნებსა და წინადადებებს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები