კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების ნაწილმა ხმა ვერ მისცა

5 იანვარი, 2008
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აღმასრულებელმა თავმჯდომარემ თამუნა ქაროსანიძემ მედიას წინასწარ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგის შედეგები გააცნო.

მისი ინფორმაციით, თბილისში კრწანისის რაიონის #1 საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში მყოფ ოთხ ამომრჩეველს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, თუმცა საარჩევნო კომისიამ მათ ხმის მიცემის უფლება მაინც მისცა. თუმცა იმავე ოლქში, ციხის საავადმყოფოში იმავე კომისიამ პირადობის მოწმობის გარეშე მყოფ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მისცა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ საავადმყოფოს დირექტორმა გამოკითხა ამომრჩევლები და როგორც აღმოჩნდა, მათ ხმის მიცემის სურვილი არ ჰქონდათ.

კრწანისის #5 საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი 33 პირიდან პირადობის მოწმობა მხოლოდ ერთს ჰქონდა, მაგრამ ის საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა და შესაბამისად, მონაწილეობა არჩევნებში ვერ მიიღო.

ისნის ქალთა კოლონიის  წინასწარ პატიმრობაში მყოფი 105 ადამიანიდან პირადობის მოწმობა 20 ადამიანს ჰქონდა და არჩევნებში მონაწილეობა ყველა მათგანმა მიიღო. რაც შეეხება #8 საპყრობილეს, სადაც 108-ე და 109-ე უბნებია განთავსებული შესაბამისად, იქ დაფიქსირებული 468 და 542 ამომრჩევლიდან საერთო ჯამში პირადობის მოწმობა 45 ამომრჩეველს აღმოაჩნდა და არჩევნებში მონაწილეობა ყველა მათგანმა მიიღო.
რუსთავის #2 საპყრობილეში ხმა მხოლოდ ციხის თანამშრომლებმა მისცეს.

თამუნა ქაროსანიძის თქმით, ორგანიზაციას ჯერჯერობით არ მიუღია ინფორმაცია ტყიბულიდან, ხელვაჩაურიდან და ხონიდან, რადგან დამკვირვებლებს მობილური ტელეფონის ხმარება ეკრძალებათ.

ქაროსანიძის თქმით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგისას უმთავრესად ორი სახის დარღვევა ფიქსირდება: წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს არ აქვთ პირადობის მოწმობები, რის გამოც იზღუდება მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება, ხოლო ციხის თანამშრომლები ხმას აძლევენ საპყრობილეში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არიან დარეგისტრირებული.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები