კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუისში მარკირება არ ხდება

5 იანვარი, 2008
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა ქუთაისში 55-ე უბანთან ფორდის მარკის მიკროავტობუსები CAC 937, LIG 778 დააფიქსირეს. მიკროავტობუსების მძღოლების თქმით, ისინი აქ იმიტომ არიან, რომ ამომრჩევლები რიგში არ გაიყინონ და ავტობუსებში გათბნენ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები იყვნენ ქუთაისის ხუთ საარჩევნო უბანზე. ყველგან იდგნენ კრიმინალური პოლიციიის  წარმომადგენლები არა მარტო საარჩევნო უბნის გარეთ, არამედ შენობაშიც. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლების მოთხოვნის შედეგად პოლიციამ საარჩევნო უბნები დატოვა.

ქარელის რაიონის სოფელ რუისში შექმნილია საკმაოდ რთული სიტუაცია. იქ არის სამი საარჩევნო უბანი, არ ხდება მარკირება და სხვადახვა უბნის ამომრჩევლები ყველა უბანში აძლევენ ხმას. გარდა ამისა, თვითონ კომისიის თავჯდომარემ არ იცის, ვინ არიან კომისიის წევრები. საარჩევნო უბანზე გაუგებარია ვინ არის დამკვირვებელი, ვინ კომისიის წევრი და ასე შემდეგ. საგულისხმოა, შიდა ქართლის საარჩევნო შტაბის უფოსი ნაცმოძრაობიდან ლადო ვარძელაშვილი რომ რუისიდან არის წარმოშობით. რუისში დაფიქსირდა ასევე ის, რომ გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნებიდან გააქვთ არა წერილობითი მიმართვის საფუძველზე, არამედ იმისდა მიხედვით ტელეფონზე ვინ დარეკავს.

კარუსელის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის 47-ე და მე-60 საარჩევნო უბნებზე, სადაც შეინიშნება სამარშრუტო ტაქსების უჩვეულო აქტივობა. მიკროავტობუსებს ხალხი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავთ.

ადიგენის 38-ე საარჩევნო კომისიის მე-7 უბანზე საარჩევნო ყუთი დევს არა ოთახის შუაგულში, არამედ იმდენად მიუგნებელ ადგილას, რომ ამომრჩევლებს მის საჩვენებლად კომისიის წევრები მიყვებიან უკან. უბანზე იმყოფება ნაცმოძრაობის  ორი წევრი პეტრე მერაბიშვილი და დავით ოგანესიანი, მაშინ როდესაც ყველა სხვა კანდიდატს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს.  


ახალი ამბები