კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიციის სათავო ოფისთან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს

7 იანვარი, 2008
თბილისი.06.01.08.მედიანიუსი. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, თბილისში, მათ სათავო ოფისთან (თოფურიას ქ. )ასაფეთქებელი ნივთიერება დღეს ორჯერ აღმოაჩინეს.

ერთიანი საბჭოს წევრი კახა კუკავა ასაფეთქებელი ნივთიერების ოფისთან დამონტაჟებაში სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს აბრალებს.

როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ასაფეთქებელი ნივთიერება მათ ოფისის ფანჯრიდან შეამჩნიეს და იგი გია თორთლაძემ გააუვნებელყო.

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან აღმოჩენილი ნივთიერება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში წაიღეს. სამართალდამცავები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


ახალი ამბები