კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნესტან კირთაძე: დღეს შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება

8 იანვარი, 2008
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, დღეს საღამოს 20:00 საათის შემდეგ შალვა ნათელაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგმება.

როგორც შტაბის წარმომადგენელმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, ამ ოპერატიულ ინფორმაციას შტაბი გუშინ და დღეს დილით იღებდა, დღეს კი საბოლოოდ გაირკვა, რომ ნათელაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია მზადდება. `როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლება მოვლენათა განვითარების პალესტინურ მოდელს ირჩევს და ამზადებს ოპერაციას, სახელწოდებით "ბჰუტო".

შტაბი კატეგორიულად მოითხოვს ამ ინფორმაციაზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას, ასევე, ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და შალვა ნათელაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეციალური პოსტების გახსნას. "შემდგომ განვითარებულ პროცესებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები