კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონდი ბაღათურიას ძმა პოლიტიკური ნიშნით დააკავეს

11 იანვარი, 2008

ჯონდი ბაღათურიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ძმა არჩევნების დღეს, 5 იანვარს, საღამოს რვის ნახევრისთვის დიდუბის საარჩევნო ოლქში, 21-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. ბაღათურიას ძმას გაერთიანებული ოპოზიციის დიდუბის შტაბის სხვა აქტივისტებიც ახლდნენ.

„ჩემი ძმა და აქტივისტები დააკავეს იმ მომენტში, როდესაც ისინი ხელს უშლიდნენ „კარუსელშიკების“ ჯგუფს, რომელიც უკვე, მგონი, მეხუთედ ცდილობდნენ ერთსა და იმავე უბანზე შესვლას. ჩხუბი არ მომხდარა. იყო მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის დროსაც „კარუსელის“ ერთ-ერთ მონაწილეს მობილური ტელეფონი დაუვარდა და დაზიანდა. გარჩევაში პატრული ჩაერთო. როგორც კი გაიგეს, რომ ჩემი ძმაც იქ იმყოფებოდა, დაუყონებლივ დააკავეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით (როგორც ჩანს, „კარუსელშიკებისთვის“ ხელის შეშლა ხულიგნობად ითვლება). გუშინ კი ჩვენმა თავისუფალმა სასამართლომ მას ორთვიანი აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა. ზარალი კი, რომელიც მობილურის პატრონმა მიიღო, გამოიხატა 180 ლარის ოდენობით“.

ჯონდი ბაღათურიას აზრით, მისი ძმა პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, რაც ბაღათურიას თქმით, სააკაშვილის გუნდს მასთან  ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები