კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ინოპრესა": დიტერ ბოდენი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს

11 იანვარი, 2008
საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი დიტერ ბოდენი გერმანულ გამოცემა "ფრანკფურტერ რუნდშაუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები უხეში დარღვევებით, არაპროფესიონალურად ჩატარდა და ხმების დათვლის პროცესში შედეგების ფალსიფიკაცია მოხდა, - ამ ინფორმაციას "ინოპრესა" ავრცელებს.

ბოდენმა დაადასტურა, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს მან დემოკრატიული უწოდა საარჩევნო პროცესს, მაგრამ მისი მტკიცებით, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ 6-7 იანვარს არ ჰქონდა ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების შესახებ.
ბოდენის განცხადებით, დარღევებისა და ფალსიფიკაციის მხრივ სამაგალითო ბათუმის საარჩევნო ოლქი იყო.

ბოდენის მტკიცებით, უხეში დარღვევების პარალელურად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სრული ქაოსი სუფევდა.
ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ აუცილებლად უნდა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ეუთოს ექსპერტებს საარჩევნო დარღვევების ფაქტები.
Bოდენის თქმით, მას უფლება არა აქვს მოითხოვოს ხმების ხელახალი გადათვლა, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა, - იტყობინება "ინოპრესა".

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები