გორის სოფლებში ,,ოპონენტები" ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან
15.01.2008
შიდა ქართლის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო და გააგრძელა მათი წევრების დაკავება-დაშინება. ასე მაგალითად, სოფელ მერეთის მკვიდრი გივი მახარაშვილი 12 იანვრის ღამეს დააკავეს, როდესაც მეორე დილით ის და მისი მხარდამჭერები თბილისში ოპოზიციის მოწყობილ მიტინგზე უნდა წასულიყვნენ. გივი მახარაშვილის ოჯახის წერები აცხადებდნენ, რომ მახარაშვილის დაკავების მოტივი თავიდანვე უცნობი იყო. ,,გივის თავიდანვე ემუქრებოდნენ, რომ თუ ის არ გაჩერდებოდა, დააკავებდნენ და აასრულეს კიდევ ეს მუქარა", - აცხადებენ ოჯახის წევრები.
იგივეს ამბობენ, ოპოზიციის შტაბში. შტაბის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ტერაშვილი აცხადებს, რომ გივი მახარაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური წევრია და სწორედ ამის გამო დააკავა ის პოლიციამ.
თუმცა საპირისპიროს ამბობენ პოლიციაში. პოლიციის პრესსამსახურში განვიცხადეს, რომ გივი მახარაშვილი დაკავებულია სოფელ მერეთის მამასახლისის ვასიკო თევდორაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
თუმცა საპირისპიროს ამბობენ პოლიციაში. პოლიციის პრესსამსახურში განვიცხადეს, რომ გივი მახარაშვილი დაკავებულია სოფელ მერეთის მამასახლისის ვასიკო თევდორაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
,,ჩემთან მოვიდა გივი მახარაშვილი და საქმის გარჩევა დამიწყო. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელ მერეთში მისმა პარტიამ საკმაოდ მცირე ხმები წაიღო და მეუბნებოდა, რატომ გამიყალბე არჩევნებიო. მე ვეუბნებოდი, მე როგორ გაგიყალბე არჩევნები, არც კომისიის წევრი ვარ და არც რამე შეხება მქონია არჩევნების დროს კომისიასთან-მეთქი. გამოირჩეოდა აგრესიულობით. ამას მოჰყვა ჩვენს შორის შელაპარაკება, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა", - ამბობს ვასიკო თევდორაშვილი. ამჟამად გივი მახარაშვილი გირაოს ნაცვლად გათავისუფლებულია.
გივი მახარაშვილი თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი იყო. თავიდანვე ოქრუაშვილის პარტიის აქტიურ წევრად ითვლებოდა.
სოფელ მერეთში არჩევნების დროს გაჩეჩილაძემ 184 ხმა აიღო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა 619 ხმა.
საბა წიწიკაშვილი, გორი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

