კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესები კაბინეტებში ტარდება

16 იანვარი, 2008

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოქალაქე ჩიქოვანის პროცესი მოსამართლის კაბინეტში ჩატარდა. სასამართლოში კი ამ დროს ხუთივე სხდომის დარბაზი თავისუფალი იყო. ჩიქოვანის სასამართლო პროცესი არც პროცესთა განრიგში ყოფილა დაფიქსირებული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ჩიქოვანი კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია და გაუპატიურების ბრალდებით არის დაკავებული. პროცესის კაბინეტში ჩატარება არც განსასჯელის ახლობლებს და არც ადვოკატს  გაუპროტესტებია. ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა კი პირად საუბარში დაადასტურა, რომ  პროცესი მოსამართლე როინ კახიძის კაბინეტში ჩატარდა.

პროცესზე მოწმის სახით ბათუმის #3 საპყრობილის უფროსი არჩილ არჩაია იმყოფებოდა (არჩაია კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია). სასამართლო მანდატურმა არჩაია მოსამართლის კაბინეტში გაუშვა, ხოლო ჟურნალისტს დასწრების უფლება იმ მოტივით არ დართეს, რომ პროცესი კაბინეტში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, კი მანდატურმა განაცხადა, რომ პროცესი #2 დარბაზში მიმდინარეობდა. რაც გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სიცრუე იყო.

მოგვიანებით, მოსამართლე როინ კახიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს. ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა დავით ჭარბაძემ კი გენერალური პროკურატურის პრესცენტრთან გადაგვამისამართა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის თორნიკე ანანიძის განცხადებით, სასამართლომ დაარღვია სასამართლო პროცესის საქვეყნოობის პრინციპი: „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა. თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხშირად პროცესები კაბინეტებში მიმდინარეობს, რის გამოც არც მედიის წარმომადგენლებს გაქვთ გაშუქების საშუალება“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები