გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ,,მედიანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუს ფაქტს უარყოფს
17.01.2008
სააგენტო ,,მედიანიუსმა" გუშინ გაავრცელა გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის კომენტარი, რომლითაც თითქოს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ციტატა ,,მედიანიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან: ,,გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის რეზიდენციის გამო გორის მუნიციპალიტეტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაუპირისპირდა. როგორც ,,მედიანიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, სამინისტრომ 100%-იანი სახელმწიფო წილის მქონე შპს ,,წეროსხევის“ საპრივატიოზაციო ნუსხაში შეყვანის მიზნით მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართა, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტი ობიექტს სამინისტროს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით გადასცემს, ასე რომ რაიმე შეუთანხმებლობაზე საუბარი გაუგებარია."
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ განმარტავს, რომ შპს ,,წეროსხევი~ არ იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გაუგებარია, თუ რატომ პირდება მუნიციპალიტეტი ეკონომიკის სამინისტროს ობიექტის გადაცემას.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ლეჟავას 2007 წლის 27 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ სწორედ მუნიციპალიტეტმა 27 ნოემბერს მოსთხოვა ეკონომიკის სამინისტროს, რომ „წეროსხევი“ მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადაცემულიყო. რაზეც მუნიციპლიტეტმა მიიღო უარი. ამის მოტივად მისი შემდგომი პრივატიზაცია დასახელდა. ასე რომ, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაცია დამყარებულია იმ დოკუმენტების და წერილების საფუძველზე, რაც შპს ,,წეროსხევთან“ დაკავშირებით ოფიციალურ სტრუქტურებში დევს.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" დაუკავშირდა გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის უფროსს ელზა მიქელაძეს, რომელმაც კატეგორიული იუარა სააგენტო ,,მედიანიუსთან“ მსგავსი კომენტარის მიცემის ფაქტი. ,,მე ამ საკითხზე არც ერთ სააგენტოსთან არ მქონია საუბარი.. ჩვენთვისაც გახდა ცნობილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია, ვსწავლობთ ამ საკითხს", - გვითხრა ელზა მიქელაძემ.
როგორც გაირკვა, ,,მედიანიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგაძემ მიაწოდა. ,,როდესაც ჟურნალისტებმა დამირეკეს კომენტარისთვის, მე ჯერ გავარკვიე სიტუაცია გორის მუნიციპალიტეტში და პრივატიზაციის სამსახურში. ვესაუბრე პრივატიზაციის სამსახურის უფროსს ნუკრი აბალაკს, რომელმაც მითხრა, რომ შპს ,,წეროსხევი" მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. სწორედ ამაზე დაყრდნობით მივაწოდე ინფორმაცია ,,მედიანიუსს“, - ამბობს ნინო გიორგაძე.
საბა წიწიკაშვილი, გორი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

