კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება შალვა რამიშვილს პატიმრობიდან, სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებს

18 იანვარი, 2008
ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლის, ჟურნალის  შალვა რამიშვილის მეუღლე თეა აბაშმაძე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან, ნინო ბურჯანაძისგან მეუღლის შეწყალებას ითხოვს. აბაშმაძემ ბურჯანაძეს ასეთი თხოვნით გადაცემა "პრაიმტაიმის" მიმდინარეობისას მიმართა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პირობა დადო, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

როგორც თეა აბაშმაძემ განაცხადა, მან იმ უამრავი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა, რომლებიც რამიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

რამიშვილის მეუღლის თხოვნას სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც გამოეხმაურა. "ვუერთდები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც შალვა რამიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ საკითხზე ნინო ბურჯანაძეს წერილობითაც მივმართავ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შალვა რამიშვილი სამართალდამცავებმა 2005 წლის 29 აგვისტოს დააკავეს და გამოძალვის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები