კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,მიწის ყივილი” თუ გაუსაძლისი პირობები - ნინოწმინდის სოფლებიდან დუხობორები მიდიან

23 იანვარი, 2008

გზა მძიმეა. ტამბოვის ოლქი-უკრაინა-საქართველო და ისევ თავიდან საქართველო-ტამბოვის ოლქი. 167 წლის შემდეგ დუხობორების მიერ განვლილი გზის მარშრუტი ისევ მეორდება. დუხობორები საქართველოს ტოვებენ და იმ ადგილებში ბრუნდებიან, საიდანაც სექტანტობაში დადანაშაულებული მათი  წინაპრები მეფის ბრძანებით ჯერ უკრაინაში გადმოასახლეს, შემდეგ კი კავკასიაში გამოაძევეს. საქართველოს დატოვების მიზეზად დუხობორები მძიმე სოციალურ ფონსა და ეროვნული ნიშნით შევიწროებას ასახელებენ.

დუხობორების 50 ოჯახი, ანუ 750 რუსი საცხოვრებლად ნინოწმინდიდან ტამბოვის ოლქში დეკემბრის თვეში გადავიდა. ისინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური პროგრამა ,,თანამემამულეებთან დაბრუნების~ ფარგლებში საცხოვრებელ ადგილს იცვლიან.

დღეს რომ სოფელ გორელოვკას ესტუმრო, ბაზრობა გეგონება. იყიდება ყველაფერი: ბინები, ავეჯი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

დუხობორების ლიდერები რუსეთში უკვე გადასახლდნენ. მათგან ერთ-ერთი უკანასკნელი - ტატიანა ჩუჩმაევა - წელს გაემგზავრა. ის ყოველთვის ხმამაღლა აცხადებდა, რომ დუხობორების გადასახლებას მათი პრობლემებისადმი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გულგრილმა მიდგომამ შეუწყო ხელი.

ჩუჩმაევა დიდი ხნის განმავლობაში ნინოწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო. ბოლო ორი წელია, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში დუხობორების წარმომადგენელი აღარავინ ყოფილა როგორც დუხობორები აცხადებენ - ,,ჩვენი პრობლემები მუდმივად ყურაღღების მიღმა რჩებოდა”.

დუხობორებისთვის ეს საქართველოდან რიგით მესამე მასიური გადასვლაა.  სოფლებიდან წასვლის შემდეგ აქ შორეული სოფლების მცხოვრები სომხები და აჭარაში მეწყერისგან დაზარალებული ქართველები ჩასახლდნენ. ახალ და ძველ მოსახლეებს შორის პრობლემები სწორედ მაშინ გაჩნდა.

ბევრი ადგილობრივი რუსი ამბობს, რომ მათი ეროვნული ნიშნით შევიწროება დაიწყო და სწორედ ეს გახდა დუხობორების რუსეთში გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი.
 
საქართველოდან რუსეთში დუხობორების მასობრივი დაბრუნება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივმა დუხობორებმა უკრაინის საზღვრის ახლოს, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში დაიწყეს დასახლება. უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ჯავახეთში დუხობორთა რაოდენობა, რომელიც 3500-ს შეადგენდა, დაახლოებით 4.5-ჯერ შემცირდა. ამჟამად კი დუხობორთა რიცხვი დაახლოებით 70 შეადგენს, რომლებიც ნინოწმინდის დატოვებას აპრილის თვეში აპირებს.

 გულო კოხოძე, ნინოწმინდა

ახალი ამბები