სახალხო დამცველი პრეზიდენტს შალვა რამიშვილის გათავისუფლებას თხოვს
28.01.2008
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 28 იანვარს ტელეეეთერში განაცხადა, რომ ის მიმართვას გაუგზავნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ტელეკომპანია „202“-ის (დაიხურა 2006 წლის შემოდგომაზე) თანადამფუძნებლის, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის შეწყალებას თხოვს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ შალვა რამიშვილი, რომელმაც ქართულ ჟურნალისტიკაში ეპოქა შექმნა, არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ ფიგურას, თან მან უკვე მოიხადა სასჯელის ნახევარი.
დღესვე შალვა რამიშვილის მეუღლე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმართან შეხვედრის მოთხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტსაც მიმართავენ.
რამიშვილი 2005 წლის 27 აგვისტოს დააკავეს, პარლამენტარ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით. მასთან ერთად დააპატიმრეს „202“-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი დავით კოხრეიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 29 მარტს რამიშვილს 4 წლით, კოხრეიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დავით კოხრეიძე პრეზიდენტმა გასულ წელს შეიწყალა.

წყარო: Media.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?