12:38, Friday, 24.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მეთიუ ბრაიზა: თუ „იმედი“ არ დაბრუნდა ეთერში, ვიმედოვნებ, სხვა, რომელიმე ახალი დამოუკიდებელი ტელევიზია გაჩნდება საქართველოში

05.02.2008
ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში,  საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. საუბრის ძირითადი თემა იყო, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და კონფლიქტური რეგიონები.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება,  შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა და საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში ვასილ სიხარულიძე.

ბრაიზა  შეეცადა აეხსნა მიზეზები რის გამო გამოუცხადა ვაშინგტონმა საქართველოს მთავრობას ნდობა. მისი თქმით, საქართველოს ამერიკასთან  საერთო ღირებულებები აკავშირებს.

ბრაიზამ ამავე დროს განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ის  საქართველოში ამ ქვეყნის  მთავრობასთან მოსალაპარაკებლად,  არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის, არამედ ტელეკომპანია „იმედის“ სატელევიზიო ეთერში დაბრუნების მოთხოვნითაც გააგზავნა,  თუმცა, მისივე თქმით,  ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ბევრი შეხედულება შეიცვალა.

„იმედიდან" ბევრი ჟურნალისტი წავიდა, რამაც არხის მუშაობა შეაჩერა. პატარკაციშვილი, „ნიუს კორპი“ და საქართველოს მთავრობაც, მგონია, რომ ფიქრობენ,  როგორი იქნება „იმედის“ მომავალი. თუ „იმედი“ არ დაბრუნდა ეთერში, ვიმედოვნებ, სხვა,  რომელიმე ახალი დამოუკიდებელი ტელევიზია  გაჩნდება საქართველოში“, თქვა ბრაიზამ.

„იმედის“ მაუწყებლობა ხელმეორედ 2007 წლის 26 დეკემბერს შეწყდა  და ჯერაც არ არის ცნობილი,  გავა თუ არა საერთოდ ეთერში.

გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“, 31 იანვრის ნომერში,  აქვეყნებს მოკლე  ინტერვიუს „იმედში“ დარჩენილ ჟურნალისტთან მაგდა ანიკაშვილთან, რომელმაც,  „იმედის“ ამუშავების პერსპექტივებზე საუბრისას,  განააცხადა, რომ ამ ეტაპზე „ძალიან გაურკვეველი და არასტაბილური სიტუაციაა“ და არავინ იცის, საერთოდ იარსებებს თუ არა ეს ტელეკომპანია.

„ძალიან მეეჭვება, რომ „იმედის“ მაუწყებლობა აღდგეს. პროცენტებით თუ ვისაუბრებთ, ალბათ, 50%-50%-ზეა“,  თქვა  ჟურნალისტმა.

წყარო: Media.ge


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC