ქუთაისის #14 საჯარო სკოლის პედაგოგები გაიფიცნენ. ამის მიზეზი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ვაუჩერების გაუცემლობა გახდა, რომელიც პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლებს ურიგდებათ.
როგორც "მედიანიუსს" ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ლადო პატარიძემ განუცხადა, ამ სკოლას 80 მასწავლებელი და 1000-მდე მოსწავლე ჰყავს. რამდენიმე პედაგოგმა კუთვნილი ვაუჩერი უკვე მიიღო, ნაწილს კი დაუგვიანდა. ვაუჩერების ასაღებად თბილისში უკვე გაემგზავრა სკოლის დირექტორი მალხაზ ბუხაიძე. ვაუჩერების დარიგება ხვალიდან დაიწყება.
როგორც ლადო პატარიძე აცხადებს, ამ დაპირების მიღების შემდეგ პედაგოგებმა სასწავლო პროცესი განაახლეს.
წყარო: მედიანიუსი.