კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტებმა ხელისუფლებას ახალი ბრალდება წაუყენეს

13 თებერვალი, 2008
ლეიბორისტული პარტიის მტკიცებით, მალე გაუქმებული საკონტროლო სალარო აპარატების ხმარება სავალდებულო გახდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტებმა წარმოადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს ამავე სამსახურის უფროსი გრიგოლ გობეჯიშვილი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატები 2008 წლის 25 იანვრიდან სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნას. ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 17 დასახელების სალარო-აპარატი. ამ აპარატების 80 პროცენტი 2004 წელს არის ხმარებაში შემოსული.

"პრეზიდენტმა მოვაჭრეებისთვის მიცემული პირობა დაარღვია, რომელიც ითვალისწინებდა მოვაჭრეების გათავისუფლებას გადასახადისგან 2010 წლამდე. საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებას შემოაკლდა თანხები და ამ მაქინაციებით ცდილობს თანხების ამოღებას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება 15 თებერვლიდან მოვაჭრეებს აიძულებს სალარო-აპარატების გამოყენებას~, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლეიბორისტული პარტია გამოეხმაურა აგრეთვე ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებას, რომელიც ლეიბორისტების მხრიდან აღნიშნული დოკუმენტის გაყალბებას ეხებოდა. `თუ ეს დოკუმენტი გაყალბებულია, მაშინ ფინანსთა მინისტრმა ეს დაასაბუთოს და გვიჩივლოს, რადგან დოკუმენტის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ვერ დაამტკიცებს, მაშინ მოვითხოვთ გადადგეს თანამდებობიდან~, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა.

ლეიბორისტული პარტია ყველა მოვაჭრეებსა და მცირე მოვაჭრეებს მოუწოდებს 15 თებერვლის აქციაზე მისვლისკენ. ლეიბორისტული პარტიის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს.

ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, სალარო-აპარატების ღირებულება 300-დან 400 ლარამდე იქნება, რაც პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები