კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ქმედების შესწავლას ითხოვს

13 თებერვალი, 2008

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს ეკა ტყეშელაშვილს და ტელეკომპანია "იმედის" მიმართ კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან გამოჩენილი კანონდარღვევის შესწავლა სთხოვა.

2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოწმების აქტი #20-ის მიხედვით, კომისიამ, 17 საათსა 40 წუთზე შპს "ტელეიმედის" მონიტორინგი ჩაატარა, რაზედაც შედგა ოქმი. ოქმში აღნიშნულია: "დასტურდება, რომ  შპს "ტელეიმედმა" რამდენიმეჯერ გადასცა თავის ეთერში არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართვა., რომელიც ქვეყანაში არსებული რეალობის ფონზე განხილული უნდა იქნეს, როგორც უკანონო პროცესების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის აშკარა წაქეზება, რაც წარმოადგენს განზრახ ქმედებას, რომელიც წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს".
 
იმავე დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რიგგარეშე საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც შემოწმების აქტის საფუძველზე და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის გარეშე აქტის გამოცემის შესახებ.

კომისიამ გადაწყვიტა შპს "ტელეიმედის" გაფრთხილება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2  ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის დარღვევის გამო, ასევე დააკისრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

შპს  "ტელეიმედის" გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა სახალხო დამცველის აპარატში წარმოადგინა ბადრი (არკადი) პატარკაციშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის მიმართვის ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად დასტურდება, რომ აღნიშნული მიმართვა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პირველად გადაიცა 2007 წლის 7 ნოემბერს, 18 საათსა და 28 წუთზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოწმების აქტი #20 შედგა 17 საათსა 40 წუთზე, ხოლო საგანგებო სხდომა ჩატარდა 18 საათზე. როგორც ჩანს კომისიამ 40 წუთით ადრე განსაზღვრა "ტელეიმედის" ეთერში არკადი პატარკაციშვილის განცხადების გადაცემის ფაქტი და შპს "ტელეიმედს" გაფრთხილება და ჯარიმა ისეთი ქმედებისათვის დააკისრა, რომელსაც მხოლოდ 28 წუთის შემდეგ უნდა ჰქონდა ადგილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს: სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი სიყალბე გამოიხატება ოფიციალურ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანაში. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამგვარი ქმედება შესაძლოა მოტივირებული ყოფილიყო პირადი ინტერესებით.

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს, ეკა ტყეშელაშვილს "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მიმართა და შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო მასალებიც გადაუგზავნა.


წყარო: სახალხო დამცველი აპარატი

ახალი ამბები