კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსუდან შარაძეს „კავკასიამ“ პირდაპირი ეთერი ჟურნალისტის გარეშე დაუთმო

15 თებერვალი, 2008

პარლამენტის ყოფილი წევრის, პროფესორ გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ტელეკომპანია „კავკასიას“ მამის მკვლელობის საქმის იგნორირებაში ადანაშაულებდა და პირდაპირ ეთერს ითხოვდა. ქალბატონ რუსუდანს „კავკასიაში“ პირდაპირი ეთერის საშუალება კი მისცეს, თუმცა „სპექტრის“ წამყვანმა დავით აქუბარდიამ, გადაცემის წაყვანაზე უარი განაცხადა. 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, პროფესორ გურამ  შარაძის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანია "კავკასია" გურამ შარაძის მკვლელობის საკითხს იგნორირებას უწევს. სწორედ ამის გასაპროტესტებლად 8 თებერვალს მოკლულის ოჯახის წევრები და ახლობლები ტელეკომპანიის წინ შეიკრიბნენ.

გურამ შარაძის შვილს   რუსუდანს  ხელში პლაკატი ეჭირა, რომელზეც "ტყვია, სახელად დუმილი" ეწერა. ის  "კავკასიის" პირდაპირი ეთერით გამოსვლას და დავით აქუბარდიასთან საუბარს ითხოვდა.

ქალბატონ რუსუდანთან სასაუბროდ ტელეკომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი გამოვიდა. ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ რუსუდან შარაძის ბრალდებები ფორმითაც და შინაარსობრივადაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

რუსუდან შარაძე ამბობს, რომ მან უკიდურეს ზომებს დავით აქუბარდიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიმართა. მამის სიკვდილთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება არ გაუკვირდებოდა „გაშიფრული ტელეკომპანიების“ მხრიდან. მსგავსი დამოკიდებულება გამაღიზიანებელი იმ ადამიანის მხრიდან არის,  რომელსაც "თავი პატრიოტიზმის და ობიექტურობის განსახიერებად მოაქვს" და "პრეტენზია" აქვს, თითქოს "დემოკრატიის შუქურა" არის.

„დიდი ხნის განმავლობაში ხალხი ურეკავს, წერს. მას კი თითქოს არ ესმის, ამ თემაზე რეაქცია არ აქვს. თავიდან მას ტელეფონით ვესაუბრე და  ვკითხე, რატომ არ სცემდა ხალხს პირდაპირი ეთერით დასმულ კითხვებზე პასუხს. ყველაფრის მოყოლა დაწვრილებით არ მინდა. საბოლოოდ ყურმილი დამიკიდა. მან მითხრა, რომ ამ თემაზე არაფერი იცის და არ გაუგია. რჩევა მომცა, რომ ამ თემაზე გაზეთებში დამეწერა და პრესკონფერენციები მომეწყო. თუ მას ჰგონია, რომ გაზეთებში არაფერს ვწერ, გამოდის, რომ ის გაზეთებს საერთოდ არ კითხულობს.  მიზეზი, თუ რატომ არის მამის სიკვდილი ტაბუდადებული, მაინც არ ამიხსნა.

მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბრისას პასუხი ვერ გავიგე, ტელეკომპანიაში მივედი, რომ პირადად მომესმინა, ხალხს რატომ არ პასუხობს. იმის ნაცვლად, რომ თავად გამოსულიყო, გამოუშვა ცოლი, "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და შემდეგ ეთერშიც არ გამოჩნდა.

რუსუდან შარაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მისვლის ორი მიზეზი ჰქონდა: პირდაპირი ეთერი და დავით აქუბარდიასთან საუბარი. პირდაპირი ეთერის საშუალება კი მისცეს, თუმცა გადაცემა „სპექტრის“ წამყვანმა მასთან საუბარზე უარი განაცხადა. ამიტომ რუსუდან შარაძეს პირდაპირ ეთერში საუბარი წამყვანის გარეშე უწევდა.

„წამყვანის გამოცდილება არ მაქვს. მინდოდა, რომ გამოცდილ ჟურნალისტს კითხვები გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესთან, ასევე გიორგი ბარათელის დაკავებასთან (რომელსაც 27 წელი მისჯილი ტყუილად აქვს) დაკავშირებით დაესვა. მე კი ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გამეცა“.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები