კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გამართავს

15 თებერვალი, 2008
დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება.

როგორც "მედიანიუსს" საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრმა, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ოპოზიცია აქციაზე სავარაუდოდ, 100 000 მხარდამჭერს ელოდება.

მათ შორის იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლები.

ოპოზიციის 17 მოთხოვნა, რომელიც შესაბამის მომორანდუმში არის ჩამოყალიბებული, კვლავ ძალაში რჩება; კერძოდ კი, სადავო საარჩევნო ოლქებში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ხელახლა გადათვლა, პოლიტიკური მოსაზრებებით დაკავებული პირების გათავისუფლება, 7 ნოემბერის საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტის გამოძიება, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გადადგომა და სხვა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, ხელისუფლებას ეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია. "ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ, რომ მოთხოვნები დააკმაყოფილეს, რაც რეალობას არ შეეფერება", - აღნიშნა დეპუტატმა.

თბილისის მერიამ აქციის 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით ჩატარებაზე სანქცია გასცა. როგორც ზვიად ძიძიგური აცხადებს, ეროვნული საბჭოს წევრები ჯერჯერობით საბოლოოდ არ შეთანხმებულან იმ სცენარზე და გრაფიკი, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციები გაიმართება.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები