კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ურნების დაბრუნებას ითხოვს

18 თებერვალი, 2008

სანდასუფთავებამ თამარის დასახლებას ურნები „წაართვა“

ორი კვირაა, რაც თამარის დასახლებაში ნაგვის ურნები აღარ არის განთავსებული. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ურნები „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა ნაგავთან ერთად წაიღეს. „ურნებწართმეული“ მოსახლეობა კი ნაგავს საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე ყრის.

თამარის დასახლების #42-ში მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ნაგვის ურნები სანდასუფთავების თანამშრომლებთან ერთად გაქრა. „მოვიდნენ „სანდასუფთავების“ თანამშრომლები, ვისაც ტერიტორიიდან ნაგავი გააქვს, ნაგავთან ერთად წაიღეს ურნებიც. მას შემდეგ, დღემდე არ დაუბრუნებიათ. იძულებული ვართ ნაგავი აქვე დავყაროთ. შესაბამისად, აქაურობა დაბინძურდა და სუნიცაა“, აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი ნანი კომახიძე.

სანაგვე ურნების უქონლობის გამო, მოსახლეობა ნაგავს ბინების მიმდებარედ ყრის. უკვე რამდენიმე დღეა, საღამოობით ადგილზევე წვავენ. ისინი „სანდასუფთავებას“ ხელმძღვანელობას ურნების დადგმას სთხოვენ: „შეგვაწუხეს მღრნელებმა და ვირთხებმა, უბანში მაწანწალა ძაღლებიც მომრავლდნენ. ურნების უკან მოტანას და განთავსებას ვითხოვთ“,- ამბობს გიორგი კახაძე.

მოსახლეობის ვარაუდით, ურნების აღების მიზეზი, შესაძლოა, „სანდასუფთავებას“ მომსახურეობის გადასახადის გადაუხდელობაა, თუმცა აქვე იმასაც ამბობენ, რომ უმრავლესობა გადასახადს იხდის.

შპს „სანდასუფთავების“ დირექტორი ფრიდონ მჭედლიძე ამ ამბავს ურნების დატაცების ფაქტების მომრავლებით ხსნის. გამოსავალი კი, როგორც ჩანს, ურნების  სხვა ადგილებში გადატანაა. „ქალაქში ურნების დეფიციტია და ამასთან დაკაშირებით ქალაქის მთავრობაც საქმის ყურშია. მათგან საჭირო თანხებიც გამოიყოფა. ჩვენთვის არანაირ ინტერესში არ შედის ის გარემოება, რომ თამარის დასახლებიდან ურნები განზრახ წამოვიღოთ“, - აცხადებს „სანდასუფთავების“ დირექტორი.

სავარაუდოდ, თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს დამატებითი ურნების შემოსვლამდე, დაცდა მოუწევთ. ბოლოს ნაგავი ამ დასახლებიდან ორი კვირის წინ გავიდა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები