კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მსოფლიო საზოგადოებას თბილისში მოშიმშილეთა კარვების გაშლა არ გაუკვირდება"

20 თებერვალი, 2008

"მსოფლიო საზოგადოებას არ გაკვირვებია კარვები კიევში და არ გაუკვირდება არც თბილისში. კარვებთან დაკავშირებით მძიმე განცდები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აქვს" - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებაში რეზონანსის მოპოვებაზე მეტად, ოპოზიციონერი ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია, 22 თებერვლისთვის დაგეგმილი შიმშილობის აქციის მიმართ ქართული საზოგადოების განწყობა. საერთაშორისო საზოგადოება კი ამ აქციით მიიღებს გზავნილს, რომ საქართველოში ხალხს არსებული ხელისუფლება არ მოსწონს.

როგორც პარლამენტარმა "მედიანიუსს" განუცხადა, კარვების გაშლის თაობაზე ოპოზიციას თბილისის მერიის ნებართვა არ სჭირდება. შეტყობინება მხოლოდ საპროტესტო აქციის გამართვისთვის შეიტანეს.

"ხელისუფლებას კიდევ აქვს შანსი, შიმშილობის კარვები არ გაიშალოს, ამისთვის კი მან საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტიები უნდა შექმნას", - დასძინა ბერძენიშვილმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები