კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „202“-ის თანადამფუძნებელს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრა სურს

21 თებერვალი, 2008

ტელეკომპანია „202“ თანადამფუძნებელს, მსჯავრდებულ შალვა რამიშვილს სურს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს და „გაესაუბროს მას“.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა. კომიტეტის თავმჯდომარე   რამიშვილს რუსთავის №6 საპყრობილეში შეხვდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რამიშვილის გათავისუფლება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, თქვა თევდორაძემ. პარლამენტარის ინფორმაციით, რამიშვილი აცხადებს, რომ  პირადად არავისთვის არ მიუმართავს  და მისი გათავისუფლების თხოვნა საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოდის.შალვა რამიშვილის გათავისუფლებას გაერთიანებული ოპოზიციაც მოითხოვს.

რამიშვილი  2005 წლის 27 აგვისტოს დააკავეს, პარლამენტარ კობა ბექაურისთვის  ფულის გამოძალვის ბრალდებით. სასამართლომ მას 2006 წლის 29 მარტს  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


წყარო: Media.ge

ახალი ამბები