კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კატასტროფების მედიცინის ცენტრი ბავშვის მიღებაზე უარს აცხადებს

22 თებერვალი, 2008
„ა“ ჰეპატიტის გართულებული მდგომარეობით 18 თებერვალს ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში 4 წლის და 6 თვის ბადინდა ბასტოვა მიიყვანეს. ავადმყოფის მძიმე მდგომარეობის გამო ადგილობრივმა ექიმებმა თბილისის კატასტროფების მედიცინის ცენტრიდან ბავშვის დედაქალაქში გადასაყვანად ბრიგადა გამოიძახეს. თუმცა, თბილისმა ბავშვის მიღებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი არ ჰქონდათ.

ამჟამად დაავადების მძიმე ფორმას პატარა ექიმებთან ერთად ებრძვის.

ის თავის 7 და-ძმასთან ერთად ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმანში გასული წლიდან ცხოვრობს. ის მაჰმადიანი მესხია. ბავშვის ოჯახი ფიქრობს, რომ მათ მიმართ უყურადღებობაც ამის გამოა გამოწვეული.

გულო კოხოძე, ახალციხე.


ახალი ამბები