კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული უმცირესობები სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლების შეყვანას ითხოვენ

25 თებერვალი, 2008

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების შეყვანას ითხოვენ  და  პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესაბამის მიმართვას ავრცელებენ.
”ვფიქრობთ, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტებისა და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ეროვნული უმცირესობების, მათ შორის კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების  მოსაზრებების გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები (რადიოს ეთერით საინფორმაციო გადაცემები გადაიცემა უმცირესობების ხუთ ენაზე, ხოლო ტელევიზიით 4 ენაზე. მომზადდა თოქ-შოუ “იტალიური ეზო” და სხვა), გასულ წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის ეს არ არის საკმარისი”, წერია მიმართვაში, რომელსაც   ხელს აწერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმიცრესობათა საბჭოს წევრი 17 ორგანიზაცია.

საბჭოს აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქციაში ეროვნული უმცირესობების მოლოდინების, მოსაზრებებისა და სურვილების ასახვის მიზნით მიზანშეწონილია საზოგადოებრივ მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების შემუშავებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების უშუალო ჩართვა.

”დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შესაბამისი მონაცემების მქონე წევრების არჩევას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უნდა აირჩიონ ისეთი პიროვნებები, რომლებიც სრულყოფილად იაზრებენ სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკას, და ამავე დროს თავად არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები”, წერია მიმართვაში.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭო რეკომენდაციას ექვს კანდიდატს უწევს. ესენი არიან გარი აუგსტი, მიხეილ აიდინოვი, ზაურ ხალილოვი, თენგიზ გაგლოევი და ლალი მოროშკინა.

საქართველოს პარლამენტი,  სავარაუდოდ, 26 თებერვალს დაამტკიცებს სამეურვეო საბჭოს ცხრავე წევრს. სამეურვეო საბჭოს წევრობის თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში  235 ადამიანი მონაწილობს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები