კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთმა საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით ევროსასამართლოს წერილით მიმართა

27 თებერვალი, 2008

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში გააგზავნა ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც, რუსული მხარე უსაფუძვლოს უწოდებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამარლოში შეტანილ სარჩელს "2006 წელს რუსეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივად დარღვევის შესახებ".

2006 წლის შემოდგომაზე, ქართულ-რუსული ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, რუსეთმა საკუთარი ტერიტორიიდან რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა და ამ პროცესს რამდენიმე ადამიანი შეეწირა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია არ ხდებოდა ეთნიკური ნიშნით. ამის დასადასტურებლად იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან 6 ათასი უზბეკეთის მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, მაშინ როდესაც დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვს 4000-სთვის არ გადაუჭარბებია.

ასევე, რუსული მხარე პასუხისმგებლობას იხსნის წინასწარი დაკავების იზოლატორებში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის გამო. იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები ქრონიკული დაავადებების გამო გარდაიცვალნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ პროცედურების დარღვევის გამო არ უნდა მიიღოს ქართული მხარის სარჩელი, რადგან ქართულ მხარეს ჯერ რუსეთის სასამართლოებში უნდა ეჩივლა და მხოლოდ შემდეგ მიემართა ევროპის საერთაშორისო სასამართლოსთვის.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები