კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული ჟურნალისტები ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

27 თებერვალი, 2008

საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტის მალხაზ ბასიალაიას დაკავების ფაქტს აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კახეთის, სამცხე - ჯავახეთის, აჭარის, შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებმა აცნობეს, ისინი მიმართავენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ჟურნალისტის გათავისუფლებისათვის.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რეგიონული ჟურნალისტები საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უერთდება რეგიონული ჟურნალისტების მოთხოვნას და კატეგორიულად გმობს მომხდარ ფაქტს.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „მზის“ სამეგრელოს ბიუროს უფროსი მალხაზ ბასილაია 26 თებერვალს, ზუგდიდში, ენგურის ხიდზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები