კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ სპეცოპერაციის დროს დამწვარი სახლისთვის კომპენსაცია გამოყო

27 თებერვალი, 2008

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანახმაა, სპეცოპერაციის შედეგად დამწვარი სახლის სანაცვლოდ მალხაზ გუმაშვილს 13 000 დოლარი გადაუხადოს. მალხაზ გუმაშვილის ინტერესებს სასამართლოში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავდა.

მალხაზ გუმაშვილის სახლი, რომელიც პანკისის რაიონის სოფელ დუისში მდებარეობდა სპეცოპერაციის შედეგად დაიწვა.  2005 წლის 3 ივნისს დილის 8 საათისთვის დუისში სპეცნაზმა გუმაშვილის სახლზე იერიში მიიტანა. მიზანი მისი ძმის, ძებნილი ავთანდილ გუმაშვილის დაპატიმრება იყო, რომელიც ამ დროს მალხაზ გუმაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა. ასევე მასთან სტუმრად იყო ბიძაშვილი ვახტანგ გუმაშვილიც. სპეცოპერაციაში ორასამდე პოლიციელი მონაწილეობდა. პოლიციამ სახლს მიზანმიმართულად წაუკიდა ცეცხლი, რათა ძებნილი გარეთ გამოსულიყო. ამის შემდეგ ვახტანგ გუმაშვილი, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, ხელებაწეული გადმოხტა ფანჯრიდან, რათა პოლიციელებისთვის ეჩვენებინა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა. მიუხედავად ამისა, მას მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს და ჩაცხრილეს. |

სპეცოპერაცია შუადღემდე გაგრძელდა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, ხოლო თავად ავთო გუმაშვილი სახლში დაიწვა. მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი შენობა.  მალხაზ გუმაშვილის დედამ და მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, რომლებიც სპეცოპერაციის დროს სახლში იმყოფებოდნენ, მძიმე ტრავმა მიიღეს. დროთა განმავლობაში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ დაუქვეითდა მხედველობა. ის დღემდე ხშირად კარგავს გონებას. საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მალხაზ გუმაშვილმა სარჩელი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, მოთხოვნით აენაზღაურებინათ მიყენებული მატერიალური ზარალი. მალხაზ გუმაშვილის ინტერესებს სასამართლოში  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავდა. საბოლოოდ, გუმაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო კისრულობს ვალდებულებას, დამწვარი სახლის აღსადგენად გადაიხადოს 13 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. 

ნესტან ლონდარიძე, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი: ,,თავდაპირველად ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს” საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, სასამართლო ყველანაირად ცდილობდა,  საქმე წარმოებაში არ მიეღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სპეცოპერაციაა, დაიღუპა ორი ადამიანი, აქედან ერთი სრულიად უდანაშაულო, დაიჭრნენ მეზობლები.  ორი წლის განმავლობაში გომაშვილები დამწვარ სახლში ცხოვრობდნენ, ყოფილ სააბაზანოში, ცემენტის იატაკზე.  ახალი სახლისათვის თანხის გამოყოფა ელემენტარული იყო, რაც სამინისტროს შეიძლებოდა გაეკეთებინა”.

ახალი ამბები