კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მხარე გაეროს და ეუთოს ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს

27 თებერვალი, 2008

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზი ე.წ. სამართალდამცავების მიერ ტელეკომპანია "მზის" ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაიას დაკავების გამო.

ბასილაია აფხაზებმა რუსეთის სამშვიდობო ძალების 201-ე საგუშაგოსთან დააკავეს. ბასილაია გალის რაიონში რუსეთის წინასწარი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აშუქებდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ლუიზ არბურს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჟან ანროს და ეუთოს ქვეყნების ელჩებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტის  დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები