კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გატაცებული ჟურნალისტის ახლობლებმა გაეროს წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს

28 თებერვალი, 2008
ზუგდიდში გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან ტელეკომპანია "მზის" გატაცებული ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას ოჯახის წევრები და კოლეგები შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლასაც შეეცადნენ. მათ არც ორგანიზაციის მანქანები გამოუშვეს.

ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ და გაეროს მიმართავენ, იზოლატორში მყოფ ბასილაიასთან ექიმი შეიყვანონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადონ.

მათი განცხადებით, დაკავებული გულით ავადმყოფია და ამდენ ზემოქმედებას ვერ გაუძლებს. ჟურნალისტის ახლობლები თავად გაეროს უმაღლესი კომისრის ლუის არბუნის საქმეში ჩართვას ითხოვენ.

მალხაზ ბასილაია ღამით კიდევ ერთხელ დაიკითხა. ის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილის ნუგზარ სამსუნიას კაბინეტში გვიანობამდე ჰყავდათ.


წყარო: მედიანიუსი.


ახალი ამბები