02:10, Wednesday, 28.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლუიზ არბური: საქართველო წარმატებას აღწევს, მაგრამ ადამიანის უფლებების სფეროში კვლავ შემაშფოთებელი სიტუაციაა

29.02.2008
თბილისი (გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი) - ხუთშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ლუიზ არბურმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში პატიმრების მოპყრობის, დევნილების საცხოვრებელი პირობებისა და სასამართლო სისტემის მიმართ გამეფებული საყოველთაო უნდობლობის გამო. თუმცა, უმაღლესმა კომისარმა საკუთარი თვალით ნახა ის მიღწევები, რაც საქართველოს ბოლო ხანში აქვს.

ლუიზ არბური სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, წამყვან მინისტრებს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასევე რეგიონალურ თვითმმართველობებს. უმაღლესი კომისარი შეხვდა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებასაც. ლუიზ არბურმა განაცხადა რომ მის განსაკუთრებულ შეშფოთებას საქართველოს საპატიმროებში არსებული სიტუაცია იწვევს.

„საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში სიტუაციის გამოსწორების მიზნით მთელი რიგი რეფორმები გატარდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პატიმრები უნდა უზრუნველყოფილნი იყონ შესაბამისი სამედიცინო დახმარებით; უნდა მოიძებნოს მეთოდი გადაჭედილი პენიტენციალური დაწესებულებების პრობლემის მოსაგვარებლად.  ასევე უნდა შემუშავდეს პრობაციისა და პირობითი გათავისუფლების მექანიზმი.

არბურმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პატიმრობის ალტერნატიული გზების დანერგვას; თუმცა შეშფოთება გამოთქვა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 12 წლამდე შემცირების გამო. მან იმედი გამოთქვა აღნიშნულ საკითხს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში სასამართლო სისტემაში ჩატარებული რეფორმები. მისი განცხადებით, აღნიშნული რეფორმებით საქართველოში ჩამოყალიბდება თანამედროვე სასამართლო სისტემა. მიუხედავად ამისა, არბურმა შეშფოთება გამოთქვა სასამართლოს მიმართ მოსახლეობაში არსებული უნდობლობის გამო. „მხოლოდ სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი მოსახლეობას დაუბრუნდეს ნდობა აღნიშნული სისტემის მიმართ,“ - განაცხადა კომისარმა.

ლუიზ არბურმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების  მიერ რეგულურად მომზადებული ანგარიშები იმ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიმართ, რომელის წევრიც არის საქართველო. დადებითად აფასებს ასევე ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს სპეციალურ მომხსნებლებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებთან. უმაღლესი კომისარის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საქართველოს მიერ რატიფიცირებულმა წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითმა ოქმმა. მისი რჩევაა ჩამოყალიბდეს ეროვნული პრევენციული მექანიზმი, რაც შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან.

უმაღლესმა კომისარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მოახდინოს მიგრანტ მუშაკთა კონვენციის, ინვალიდთა უფლებების კონვენციის და იძულებითი გაუჩინარების წინააღმდეგ კონვენციის რატიფიცირება. „მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მოიწვიონ სპეციალური მომხსენებლები, ასევე გააძლიერონ ეროვნული სისტემები, რომლებიც შეასრულებენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციებს.“

7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ლუიზ არბურმა მოუწოდა ხელისუფლებას „უახლოეს მომვალში გააცნოს საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები; ასევე ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას იმ საჯარო მოხელეების შესახებ, რომლებიც გულგრილად ეკიდებიან დაკისრებულ ვალდებულებას.“

არბურმა ისაუბრა დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებაც და მიესალმა მთავრობის მიერ დევნილების შესახებ ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც აღიარებს მათი არჩევანის უფლებას დასახლდებიან თუ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

აფხაზეთის რეგიონში, სოხუმსა და გალში გამართულ შეხვედრებზე არბურმა სთხოვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააგრძელონ მუშაობა დევნილთა საკითხის გადასაწყვეტად; ასევე დაიცვან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებები. ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მნიშვნელობაზე; არბურმა განაცხადა, რომ რეგიონის ყველა მაცხოვრებელი უნდა სარგებლობდეს თავისუფალი გადაადგილების უფლებით; ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ისარგებლოს სამედიცინო დახმარებითა და დასაქმების შესაძლებლობით.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაინტერესება გამოხატა ითანამშრომლოს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიასთან, რაც უზრუნველყოფს გალის რაიონში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველების მუდმივ მუშაობას.

წყარო: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის საინფორმაციო სამსახური


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC