კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტები ნინო ბურჯანაძეს ბანდიტურ საქმიანობაში ადანაშაულებენ

5 მარტი, 2008

ლეიბორისტული პარტია მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას აპროტესტებს. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, გამგეობა და გუბერნატორები უნდა ზრუნავდნენ საკუთარ რაიონებზე. "შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა  მაჟორიტართა ახალი კასტა ბიზნესმენ-კანდიდატი-მაჟორიტარებისა, რომლებიც აწარმოებენ უკანონო, ბანდიტურ ბიზნესს და ატყავებენ მოსახლეობას. დღეს მათი ინიციატივა განპირობებულია იმ მიზეზით, რომ რამენაირად მათ მიერ ნაშოვნი ფული გამოიყენონ ამ ხელისუფლების გასამარჯვებლად და მოსყიდვებით, არჩევნების გაყალბებით შეუქმნან ხელისუფლებას უმრავლესობა პარლამენტში და გააგრძელონ ბანდიტური საქმიანობა", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

ლეიბორისტები მოსახლეობას მოუწოდებენ აღნიშნული ტიპის "ბანდიტი მაჟორიტარები" გამოაძევნონ საკუთარი რაიონებიდან.

მათივე განმარტებით, პარლამენტის წევრობა შეუთავსებელია ბიზნესთან. დღეს კი პარლამენტის წევრობას იყენებენ იმისთვის, რომ ლობირება გაუწიონ საკუთარ ბიზნესს. "სწორედ ასეთმა მაჟორიტარებმა დაუჭირეს მხარი ისეთ კანონებს, რომლებმაც უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა.

ლეიბორისტებმა წარმოადგინეს იმ ადამიანების სია, რომლებიც პარლამენტში არიან და "ბანდიტურ საქმიანობას ეწევიან". სიაში დასახელებული ადამიანები არიან: ნინო ბურჯანაძე, რომელიც ლეიბორისტების თქმით, "პურ-პროდუქტების ბანდის" წარმომადგენელია. მას ეკუთვნის, აგრეთვე, ბაზრობები და სამონადირეო მეურნეობები; დავით ბეჟუაშვილი გაზის კორპორაციის მსხვილ მეწილედ და "საქცემენტის" მფლობელად დასახელდა. ამ სიაში მოხვდნენ: ნიკო ლეკიშვილი, რომან მელია, ბესო ჯუღელი და თერჯოლის მაჟორიტარი ბეჟან ბუცხრიკიძე, რომელიც ლეიბორისტების მტკიცებით, მეოთხედ მოწვევის დეპუტატია პარლამენტში.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები