კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრობაციის სამსახურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება

6 მარტი, 2008
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციას ეძღვნება 7 მარტს ქუთაისში, სასტუმრო "პარკ ჰოტელ იმერში" დაგეგმილი მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: იმერეთის რეგიონის პრობაციის ბიუროს, სასამართლოს, პროკურატურისა და პოლიციის სისტემის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები "პრობაციის შესახებ' ახალი კანონით დანერგილ სიახლეებს, ასევე, არაპატიმარ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და დასაქმების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ეკლესიასთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

იმერეთი მეხუთე რეგიონია, სადაც პრობაციის ეროვნული სამსახურის ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართება. ანალოგიური შეხვედრა ყველა რეგიონში იგეგმება.

იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროკომისიის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმის პროექტი (PPRP) და ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” (PRI).

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები