კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამომცემლობა "სამშობლოსთან" მეორე დღეა ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი შიმშილობს

6 მარტი, 2008
გაზეთ "ასავალ-დასავალის" კორესპონდენტი გიორგი მამაცაშვილი ჟურნალისტებისთვის გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის დაბრუნების მოთხოვნით, ამავე შენობის წინ, მეორე დღეა შიმშილობს.

როგორც მან "მედიანიუსს" განუცხადა, იგი პროტესტის ამ ფორმით ასევე სოლიდარობას უცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ, ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას.

გიორგი მამაცაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, უვადო შიმშილობას გამოაცხადებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ფაქტზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენიათ. გიორგი მამაცაშვილს ჯერჯერობთი არც სხვა ჟურნალისტები შეერთებიან.

როგორც ცნობილია, გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაზე ტენდერი საპრივატიზაციო განაცხადების არარსებობის გამო ერთხელ უკვე ჩაიშალა. ამის გამო, მისი შენობა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში უკვე მეორედ მოხვდა. როგორც გიორგი მამაცაშვილი აცხადებს, მაშინ, როცა "სამშობლოს" შენობა საპრივატიზაციოდ პირველად გაიტანეს, ჟურნალისტებმა დაპირება მიიღეს, რომ ისინი გამომცემლებთან ერთად ამხანაგობას შექმნიდნენ. ამის გამო მან შიმშილობის გამოცხადება საჭიროდ არ მიიჩნია. თუმცა, მისივე თქმით, "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში პროტესტი მკვეთრად გამოხატა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები