კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოშები სამართალდამცავებს ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ

11 მარტი, 2008

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები ბოშები, დედოფლისწყაროს პოლიციის ხელმძღვანელობას ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ. როგორც ბოშებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობეს, სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბეს, საქმის გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში მისულ ბოშებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის შენობაში არ შეუშვეს. პროტესტის ნიშნად, ბოშები, ხვალ, 12 მარტს, 13 საათზე, სოფელ ლენინოვკაში აქციას გამართავენ.

საუბარია ავტოავარიის ფაქტზე, რომლის შედეგადაც 5 ბოშა მძიმედ დაშავდა. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, ერთ-ერთი მათგანი მიხეილ დენისენკო კი დღემდე საწოლს არის მიჯაჭვული. დენისენკოს თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დედოფლისწყაროს სამხედრო ნაწილის თანამშრომლები ზაზა ყანჩაშვილი და მორის ბატიაშვილი, კოლხოზნიკის მარკის მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც შეჯახება მოახდინეს. დენისენკოს მტკიცებით, კოლხოზნიკს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა..

მოთხოვნის მიუხედავად, ბოშების ადვოკატს ამ დრომდე არ მიაწოდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები