კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნარშეზღუდულები პენსიებს მიიღებენ

11 მარტი, 2008

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა უნარშეზღუდული ადამიანების თხოვნა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის ბრძანებაში, ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ცვლილებები შეიტანა.

დაავადებათა ნუსხას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, ოცამდე ნოზოლოგია დაემატა. შაქრიანი დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ღვიძლის ციროზის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს, პენსიის აღდგენა შეუძლიათ. ამ მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებს უკვე დაეგზავნათ ჯანდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 მარტის ბრძანების ასლები. ბრძანება უკვე ძალაშია შესული.

აღსანიშნავია, რომ უნარშეზღუდულთა უფლებების დასაცავად, ამა წლის თებერვალში, კამპანია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში რეგიონული და ცენტრალური ტელეკომპანიების, ასევე პრესის მეშვეობით, არაერთი მასალა მომზადდა. ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების გადახედვის თხოვნით, გაეგზავნა სპეციალური წერილი, რომელსაც ხელი ათასამდე უნარშეზღუდულმა მოაწერა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები